ევრობასკეტზე A და B ჯგუფებში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა და ბევრი რამ გაირკვა.
A ჯგუფში თურქეთმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ესტონეთი ადვილად, 84:64 დაამარცხა. ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა სერბეთმა, რომელმაც ჩეხეთს 82:60 აჯობა. ეს ნაკრებები ბოლო ტურში ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდებიან. ლატვიის ნაკრებმა პორტუგალიას სძლია 78:62 და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ.
ბოლო ტურის წინ თურქეთს და სერბეთს 4-4 მოგება აქვთ, ლატვიას 2 მოგება და 2 წაგება, ესტონეთსა და პორტუგალიას თითო მოგება და 3-3 მარცხი, ხოლო ჩეხეთი 4 მარცხით ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში ჩეხეთი ლატვიას, თურქეთი სერბეთს და მეოთხე ადგილისთვის ესტონეთი პორტუგალიას შეხვდება.
B ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა 120:57 გაანადგურა დიდი ბრიტანეთის ნაკრები და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარ ფორმაშია. ლეტუვამ ფინეთს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 81:78 სძლია, ხოლო მონტენეგრომ შვედეთს 87:81 მოუგო.
გერმანია 4 მოგებით ლიდერია, ლიეტუვა და ფინეთიც გავიდნენ ჯგუფიდან 3 მოგებით და 1 წაგებით, მონტენეგროსა და შვედეთს 1 მოგება და 3 მარცხი აქვთ, დიდმა ბრიტანეთმა ყველა მატჩი წააგო.
ბოლო ტურში გერმანია ფინეთს დაუპირისპირდება, ლიეტუვა შვედეთს, ხოლო მონტენეგრო დიდ ბრიტანეთს.