ფორვარდ ალექსანდერ ისაკის „ნიუკასლიდან“ „ლივერპულში“ ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. შვედი თავდამსხმელი მერსისაიდელებს 125 მილიონი გირვანქის (145 მილიონი ევრო) სანაცვლოდ შეუერთდა.
მხოლოდ ორი შენაძენია უფრო ძვირი: კილიან მბაპეს „მონაკოდან“ და ნეიმარის „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერები. ფრანგის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო.
ისაკის ტრანსფერი ასევე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა. წინა ტრანსფერების რეკორდი ასევე არნე სლოტის გუნდს ეკუთვნის. შემტევმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირტცმა „ბაიერი“ 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.