ფეხბურთი

12:53 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„კომომ“ დელე ალისთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „კომომ“ ინგლისელ ნახევარმცველ დელე ალისთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

„დელე რეგულარული სათამაშო ვარჯიშის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული და რადგან ის კლუბის უახლოეს გეგმებში არ შედიოდა, ორივე მხარემ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია მათი დაშორება. კლუბი მადლობას უხდის დელეს „კომოში“გატარებული დროისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დელე ალიმ „კომოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოახერხა. 2024/2025 წლების სეზონის სერია A-ს 29-ე ტურის „მილანთან“ შეხვედრაში (1:2), ინგლისელი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, ხოლო 90+1 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. ალი მოედანზე შემდეგ აღარ გამოჩენილა და ახალი სეზონის განაცხადშიც არ შეუყვანიათ.

0.092427