ფეხბურთი

13:27 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე "გრანადას" ფეხბურთელია

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამო“ დატოვა და კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ნახევარმცველი „გრანადას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ლუკა გაგნიძემ „დინამოში“ 55 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „ურალში“, „კრილია სოვეტოვსა“ და პოლონურ „რაკუვში“.

„გრანადაში“ გასულ სეზონში გიორგი წიტაიშვილი გამოდიოდა. ესპანური კლუბი ლა ლიგა 2-შია, სადაც სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და სამი ტურის შემდეგ უქულოდ 21-ე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 სექტემბერს, „მალაგასთან“ სტუმრად გამართავს.

0.171899