„მანჩესტერ სიტის“ უკანა ხაზელი მანუელ აკანჯი კარიერას იტალიურ „ინტერში“ გააგრძელებს. შვეიცარიელი მცველი სერია A-ს გუნდს იჯარით შეუერთდა, გამოსყიდვის ოფციით ან გამოსყიდვის ვალდებულებით, გარკვეული პირობების დაცვით.
„სიმშვიდე, სიმშვიდე და მშვიდი ძალა: ეს ის შესანიშნავი თვისებებია, რომლებსაც მანუელ აკანჯი „ნერაძურის“ გულშემატკივრებს სძენს და ის „ინტერში“ თავგადასავლის დასაწყებად ემზადება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მანუელ!“ - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მცველი შვეიცარიული ფეხბურთის პროდუქტია, რომელიც თამაშობდა „ვინტერტურში“, „ბაზელსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“. ის შვეიცარიის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს. „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი.