„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ილქაი გიუნდოგანი კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს.
თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი სტამბოლში დღეს ჩავა და კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის „გალათასარაის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „სიტისთან“ კონტრაქტს გაწყვეტს.
ილქაი გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან 358 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ნიურნბერგში“, „დორტმუნდსა“ და „ბარსელონაში“, ხოლო გერმანიის ნაკრებში 82 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა.