ფეხბურთი

17:10 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი რთულ სიტუაციაში და ორი გამოსავალი

ესპანურ „ხეტაფეში“ საბა საზონოვის ტრანსფერი ჩაიშალა და „ტორინოში“ რჩება, რომლის გეგმებში ის არ შედის.

ქართველი სერია A-ს განაცხადს მიღმაცაა, რაც მისთვის სიტუაციას ართულებს. ახლა ორი გამოსავალი არსებობს: კონტრაქტის გაწყვეტა ან ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ღიაა (მაგალითად, თურქეთში).

Toronews ამ თემაზე წერილს აქვეყნებს:

„ხეტაფეში“ საბა საზონოვის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და უჩეს გაყიდვაც ოფიციალურად დადასტურდა, რითაც გუნდში ადგილი გათავისუფლდა. თუმცა პროცესი გართულდა დოკუმენტაციის გამო, რის გამოც ლა ლიგაში მისი დარეგისტრირება სატრანსფერო ფანჯრის მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოესწრო.

„ხეტაფემ“ ბოლო დღეს 7 ახალი ფეხბურთელი შეიძინა და ამ დაძაბული გრაფიკის გამო საზონოვის გარიგება ვერ დასრულდა. „ტორინოსთვის“ ეს დელიკატური სიტუაციაა. საზონოვი, რომელიც ბოლომდე გამოჯანმრთელებას ცდილობს ჯვარედინი მყესების ტრავმისგან და რომელსაც თითქმის მთელინ პრესეზონი გაუცდა, გუნდში დაბრუნდა, მაგრამ ასლანის მოსვლამ და სხვა ტრანსფერებმა სერია A-ში 25-კაციანი განაცხადი უკვე შეავსეს და თავისუფალი ადგილი აღარაა. ამიტომ, „ტორინოს“ მცველის მომავალთან დაკავშირებით ალტერნატიული გზების შეფასება მოუწევს. იმედი იმაში მდგომარეობას, რომ ჯერ კიდევ ღიაა ბაზარი რამდენიმე აქვეყანაში ან შესაძლოა მხარეები კონტრაქტის გაწყვეტამდე მივიდნენ, რაც ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდის ძებნის საშუალებას მისცემს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ტორინომ“ საბა საზონოვი 2023 წელს შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან ტურინულ გუნდში მხოლოდ 13-ჯერ ითამაშა და ძირითადი შემადგენლობიდან ერთადერთხელ.

0.092867