საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ევრობასკეტზე დაგროვილი ქულებით ნაკრების ისტორიაში სამეულში შესვლა მოახერხა.
ქართველმა ცენტრმა კვიპროსთან 6 ქულა მიითვალა, რითაც ჯამში 248 ქულა გაუხდა და მანუჩარ მარკოიშვილს გადაასწრო. ახლა მხოლოდ ოთარ ქორქირას და თორნიკე შენგელიას ჩამორჩება.
1. ოთარ ქორქია - 357 ქულა
2. თორნიკე შენგელია - 299
3. გიორგი შერმადინი - 248
4. მანუჩარ მარკოიშვილი - 246
5. ვიქტორ სანიკიძე - 220
6. ზაზა ფაჩულია - 216
7. ზურაბ საკანდელიძე - 201
8. დუდა სანაძე - 189
9. გიორგი ცინცაძე - 170
10. მიხეილ ქორქია - 129
აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინს საქართველოს ნაკრებში 197 მატჩი აქვს ჩატარებული. ის სანაკრებო კარიერის დასრულებას ევრობასკეტის შემდეგ აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და გუნდს ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაშიც დაეხმარება.