ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააზიარა თავისი მოსაზრება საქართველოს ნაკრების შესახებ, რომელთანაც „ლა ფურია როხა“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ერთ ჯგუფშია. მათ შორის მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.
„კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ შექმნილ საფრთხეს და ვაკვირდებით მის პროგრესს. ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა მათ წინააღმდეგ ევროპის შესარჩევ ეტაპზე და თავად ევროპაზეც. ისინი მუდმივად ვითარდებიან და ჰყავთ შესანიშნავი მოთამაშეები, მათ შორის (ხვიჩა) კვარაცხელია, რომელიც გამორჩეული ნიჭითაა დაჯილდოებული“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.