ფეხბურთი

11:07 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„გვარდიოლასთვის ძალიან უცნაური ტრანსფერი“
სქოულზი დონარუმას „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-დან „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას უცნაური უწოდა. ამავდროულად, სქოულზმა აღნიშნა, რომ იტალიელი შესანიშნავი მეკარეა.

„ვფიქრობ, ეს პეპის (გვარდიოლასთვის) ძალიან უცნაური ტრანსფერია. მე ამ მეკარეს ვაღმერთებ, ის შესანიშნავია და მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ნებისმიერ დროს ავიყვანდი. 40 მილიონ გირვანქად ეს წარმოუდგენელი ტრანსფერია. მაგრამ პეპის მეკარეს თითქმის ნახევარდაცვაში თამაში უნდა შეეძლოს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოიშორა ლუის ენრიკემ ის: დონარუმა ფეხებით ძლიერი არ არის. უბრალოდ, მას „მანჩესტერ სიტის“ მეკარედ არ აღვიქვამ“, - ციტირებს Metro სქოულზის სიტყვებს.

გასულ სეზონში დონარუმამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა და 17-ში კარი „მშრალად“ შეინახა.

0.095093