მექსიკური „მონტერეის“ მცველმა სერხიო რამოსმა აღიარა, რომ გრემის მუსიკალური ჯილდოს მოგებას, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში გამარჯვებას ელის.
„ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვურჩევ ხალხს იოცნებონ... ორივეში ვხედავ საკუთარ თავს: ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაზე მწვრთნელის რანგში და გრემის მოგებაში მომდევნო რამდენიმე წელიწადში, მანამდეც კი. ცხოვრების ამ ეტაპზე მინდა მუსიკის შექმნა, ჩემი გამოცდილების გაზიარება ხალხთან. მომდევნო 5-7 წელიწადში ვხედავ ჩემს თავს მუსიკის სფეროში, რადგან მუსიკა საშუალებას მაძლევს, ვწერო და სახლში ვიყო... ოჯახთან ერთად გავატარო დრო“, - ციტირებს ESPN რამოსის სიტყვებს.