პორტუგალიის ნაკრების პრესსამსახურმა ეროვნული ნაკრების გარდაცვლილი მოთამაშის, დიოგუ ჟოტას პატივსაცემად მემორიალის აღმართვის შესახებ განაცხადა.
მემორიალი ეროვნული ნაკრების ბაზაზე დაიდგა. 2 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ასევე პატივი მიაგეს ჟოტას, მისი ძმის, ანდრე სილვას და აგვისტოში გარდაცვლილი ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ჟორჟე კოშტას ხსოვნას.