ევრობასკეტზე A და B ჯგუფებში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ოთხი მერვედფინალური წყვილი გაირკვა.
A ჯგუფში პირველი ადგილი თურქეთს ერგო, რომელმაც სერბეთი ძალიან მაგარ და დაძაბულ შეხვედრაში 95:90 დაამარცხა. შედეგად, თურქეთმა პლეი-ოფში გასვლა უდანაკარგოდ შეძლო.
პორტუგალიამ უშუალო კონკურენტი ესტონეთი დაძაბულ ბრძოლაში 68:65 დაამარცხა, რის შედეგადაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად გავიდა ჯგუფიდან.
მასპინძელმა ლატვიამ ევრობასკეტზე სარეკორდო სხვაობით მოიგო და ჩეხეთის ნაკრები 109:75 გაანადგურა.
A ჯგუფის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
1. თურქეთი (5-0)
2. სერბეთი (4-1)
3. ლატვია (3-2)
4. პორტუგალია (2-3)
5. ესტონეთი (1-4)
6. ჩეხეთი (0-5)
B ჯგუფიდან უდანაკარგოდ გავიდა გერმანიის ნაკრები, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო, ბოლო ტურში კი ფინეთი 91:61 გაანადგურა. ლიეტუვის ნაკრები შვედეთთან აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში დააქამბექა და 74:71 გაიმარჯვა. მოულოდნელად მონტენეგროს ნაკრები დიდ ბრიტანეთთან დამარცხდა, რომელსაც ეს მოგება არ ეყო ჯგუფიდან გასასვლელად. დიდმა ბრიტანეთმა ევრობასკეტზე თამში 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
მეოთხე ადგილისთვის შვედეთმა მონტენეგროსა და დიდ ბრიტანეთს ბურთების ბალანსით აჯობა და მერვედფინალში გავიდა.
B ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა
1. გერმანია (5-0)
2. ლიეტუვა (4-1)
3. ფინეთი (3-2)
4. შვედეთი (1-4)
5. მონტენეგრო (1-4)
6. დიდი ბრიტანეთი (1-4)
ამრიგად, ოთხი მერვედფინალური წყვილი გარკვეულია:
ლიეტუვა - ლატვია
თურქეთი - შვედეთი
გერმანია - პორტუგალია
სერბეთი - ფინეთი
აღნიშნული მატჩები 6 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, დღეს ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დასრულდება და საქართველოს ნაკრები 16:00 საათზე ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება.