ფეხბურთი

12:00 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალა: "დონარუმა ბურთზე თამაშობდა, ფეხბურთში მსგავსი რაღაცები ხდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჯამალ მუსიალამ თქვა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას მისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია.

„ჯერ კიდევ არ მინახავს ტრავმის მომენტის ვიდეო, მხოლოდ ფოტოები. მინდა მოედანზე მაშინ დავრბუნდე, როცა ნამდვილად მზად ვიქნები. აჩქარებას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში ვიყო, თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, მოედანი მენატრება, უკვე ვიცი, რომ როდესაც დავბრუნდები, იმას გავაკეთებ, რაც მიყვარს. ეს ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა.

დონარუმა ბურთზე თამაშობდა, ჩემი დაშავების განზრახვა არ ჰქონია, მაშინვე მომწერა, ყველაფერი კარგადაა, ფეხბურთში მსგავსი რაღაცები ხდება“, - თქვა მუსიალამ.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა მსოფლიოს საკლუბო ჩეპიონატზე დაშავდა და 2026 წლამდე ვერ ითამაშებს.

0.180281