ფეხბურთი

17:08 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანამ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

„მანჩესტერის“ მეკარე ანდრე ონანა შესაძლოა „ტრაბზონსპორში“ გადავიდეს.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბრამდე ღიაა, შესაბამისად, თურქულ კლუბს შეუძლია ამ ტრანსფერის განხორციელბა. საუბარია იჯარაზე.

ტრაბზონელები უგურჯან ჩაკირის შემცვლელს ეძებენ, რომელიც „გალათასარაიში“ 36 მილიონ ევროდ გაყიდეს. თავის მხრივ, „მანჩესტერმა“ ცოტა ხნის წინ ბელგიელი მეკარე სენე ლამენსი იყიდა.

ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მანამდე „ინტერის“ და „აიაქსის“ წევრი იყო.

0.09437