საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა თურქეთთან მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა.
ზურიკომ, რომელმაც ნაკრებში მეშვიდე გოლი გაიტანა, თქვა, რომ მისი გოლის შემდეგ მხოლოდ ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ფიქრობდა:
"ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და მომავალშიც იქნება, რომ ბევრი გოლი გავიტანო ამ სტადიონზე და ნაკრებს დავეხმარო. ემოციის გადმოცემა რთულია გოლის შემდეგ, პირველ რიგში ვფიქრობდი ჩამორჩენის აღმოფვხრაზე და დასანანია, რომ ვერ შევძელით.
რა თქმა უნდა, დასანანია, რომ წავაგეთ, შეცდომებით თურქეთმა ისარგბელა, ცოტა დაბნეულებმა დავიწყეთ და ეს გამოსასწორებელია. თუმცა, შეგვწევს ძალა, რომ თურქეთი შემდეგ მატჩში დავამარცხოთ. ბულგარეთთან მატჩისთვის მოვემზადებით, შეცდომებს გავაანალიზებთ, იმედია, გამოვასწორებთ და დადებით შედეგს მივაღწევთ.
ჩემი აზრით, მატჩისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა განაპირობა პირველი გოლი და რთულია შემოტრიალება, რასაც მეორე გოლიც მოჰყვა“, - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს.