UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარკიანი ოქტაგონში ბრუნდება, სომეხი მებრძოლი 22 ნოემბერს კატარში იბრძოლებს და მისი მოწინააღმდეგე დენ ჰუკერი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა MMA-ს ცნობილი გამოცემები ამაზე აქტიურად საუბრობენ. ამას ისიც ემატება, რომ არმან ცარუკიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორიოდე დღის უკან ესპანურმა გამოცემა MARCA-მ დაწერა, რომ ალექსანდრე თოფურია ამავე ღონისძიებაზე UFC-ში თავის მეორე ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართავს. ამრიგად, შესაძლოა თოფურიებისა და ცარუკიანის შეხვედრა კატარში ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში გამართა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, რაც შეეხება დენ ჰუკერს, მანც ბოლო ბრძოლა 2024 წელს გამართა და მატეუშ გამროტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.