ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი კირილ დესპოდოვი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
28 წლის შემტევმა ესპანეთთან მატჩისწინა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და დადასტურდა, რომ კუნთების დაჭიმულობა აქვს, რის გამოც გუნდის შეკრება დატოვა და თბილისში ვერ ითამაშებს.
კირილ დესპოდოვს ბულგარეთის ნაკრების მაისურით დღემდე 56 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. საქართველო ბულგარეთს 7 სექტემბერს, 17:00 საათზე უმასპინძლებს.