ფეხბურთი

20:28 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "დღეს მხოლოდ იმაზე ვოცნებობთ, რომ ტურნირებიდან არ გაგვრიცხონ"

ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა, რომელსაც გულშემატკივრების გარეშე თამაშზე ჰკითხეს, უპასუხა, რომ ახლა მხოლოდ ის ოცნება აქვთ, საერთაშორისო ტურნირებიდან არ გარიცხონ.

„გულშემატკივრით სავსე სტადიონი? დღეს ოცნება მხოლოდ ტურნირებში დარჩენაა. ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი შინო ზუარეტცი და ასოციაცია უზარმაზარ ძალისხმევას დებენ, რათა ტურნირებიდან არ გაგვრიცხონ“, - აღიარა ბენ შიმონმა.

ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ბოლო დროს დაირხა ხმები, რომ უეფა და ფიფა ისრაელის დისკვალიფიკაციას განიხილავს. ჯერჯერობით, ისრაელის ნაკრებიც და კლუბებიც საერთაშორისო ტურნირებზე თამაშობენ.

0.065818