„ინტერის“ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუს „გალათასარაიში“ გადასვლა სურდა, რაც არ გამოუვიდა. თუმცა თურქულ კლუბში დარწმუნებული არიან, რომ ადრე თუ გვიან, თურქი ფეხბურთელი მათი წევრი გახდება.
„ილქაიმ თქვა, რომ „გალათასარაი“ მისი ბავშვობის სიყვარული იყო და დიდი მსხვერპლის გაღებაზე დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ „სიტიში“ მყარი კონტრაქტი და შესანიშნავი პირობები ჰქონდა, მან ინგლისის დატოვება გადაწყვიტა. ჩვენმა კლუბმა მასზე არაფერი დახარჯა და ტრანსფერი მართლაც ხელსაყრელ პირობებში განხორციელდა. ჰაკანსაც სურდა ჩამოსვლა, მაგრამ გარემოებებმა ამის საშუალება არ მისცა. თუ დღეს არა, ხვალ მოხდება: დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან ის „გალათასარაის“ მაისურს ჩაიცვამს. მან ილქაის კარიერას უნდა შეხედოს და ის მისაბაძ მოდელად გამოიყენოს. ბოლოს და ბოლოს, ჰაკანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. პატივს ვცემთ და ვუჭერთ მხარს მის სურვილს, კარიერა აქ დაასრულოს“, - ნათქვამია დირექტორთა საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ „ინტერამდე „მილანის“, „ლევერკუზენის“ და „ჰამბურგის“ ღირსებას იცავდა.