ფეხბურთი

1:00 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს სადებიუტო მატჩი იტალიამ მოიგო, საფრანგეთმა უკრაინას აჯობა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა, რამდენიმე ჯგუფში სულაც სტარტი იყო.

მაგალითად, საფრანგეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, ჯგუფში ალბათ მთავარ მეტოქეს, უკრაინას სტუმრად 2:0 მოუგო და ფაქტია, რომ ჯგუფში პირველობისკენ დაიძრა. მაიკლ ოლისემ და კილიან მბაპემ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ამავე ჯგუფში ისლანდიამ 5:0 გაანადგურა აზერბაიჯანი.

1. ისლანდია 1 1 0 0 5 0 5 3
2. საფრანგეთი 1 1 0 0 2 0 2 3
3. უკრაინა 1 0 0 1 0 2 -2 0
4. აზერბაიჯანი 1 0 0 1 0 5 -5 0

შვეიცარიის ნაკრებმა პირველ ტურში 4:0 მოუგო კოსოვოს, ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვენიამ და შვედეთმა ქულები გაიყვეს - 2:2.

1. შვეიცარია 1 1 0 0 4 0 4 3
2. შვედეთი 1 0 1 0 2 2 0 1
3. სლოვენია 1 0 1 0 2 2 0 1
4. კოსოვო 1 0 0 1 0 4 -4 0

საბერძნეთის ნაკრებს კარგი სტარტი გამოუვიდა, 5:1 გაანადგურა ბელარუსი, ხოლო დანია-შოტლანდია უგოლოდ დასრულდა.

1. საბერძნეთი 1 1 0 0 5 1 4 3
2. დანია 1 0 1 0 0 0 0 1
3. შოტლანდია 1 0 1 0 0 0 0 1
4. ბელარუსი 1 0 0 1 1 5 -4 0

იტალიის ნაკრებში ჯენარო გატუზოს დებიუტი შედგა, რომლის ხელმძღვანელობით „აძურიმ“ შინ 5:0 გაანადგურა ესტონეთის ნაკრები. იტალიელებმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს. დუბლი შეასრულა მატეო რეტეგიმ, თითოჯერ მოიზე კინმა, ჯაკომო რასპადორიმ და ალესანდრო ბასტონიმ გაიტანეს. ამ ჯგუფში ისრაელმა 4:0 მოუგო მოლდოვას, ხოლო ნორვეგია, რომელიც ლიდერია და დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული მუნდიალისკენ, ისვენებდა.

1. ნორვეგია 4 4 0 0 13 2 11 12
2. ისრაელი 4 3 0 1 11 6 5 9
3. იტალია 3 2 0 1 7 3 4 6
4. ესტონეთი 5 1 0 4 5 13 -8 3
5. მოლდოვა 4 0 0 4 2 14 -12 0

კიდევ ერთ ჯგუფში იყო მატჩები, სადაც ხორვატიამ ფარერები 1:0 დაამარცხა, ხოლო ჩეხეთის ნაკრები მონტენეგროდან შინ სამი ქულით დაბრუნდა - 2:0.

1. ჩეხეთი 5 4 0 1 11 6 5 12
2. ხორვატია 3 3 0 0 13 1 12 9
3. მონტენეგრო 4 2 0 2 4 5 -1 6
4. ფარერები 4 1 0 3 3 5 -2 3
5. გიბრალტარი 4 0 0 4 2 16 -14 0
0.098276