ფეხბურთი

1:35 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაციას ჩაუტარებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა და საოპერაციოა. ამის შესახებ ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა გაავრცელა.

ესპანელ სპეციალისტს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, რის გამოც ოპერაცია სჭირდება, სხვა დაზიანებები მას არ აღენიშნება.

„პარასკევს, ველოსიპედით მომხდარი ავარიის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს მას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლუის ენრიკეს მცირე შვებულება აქვს, რადგან სანაკრებო პაუზაა. პსჟ-ს უახლოესი მატჩის ჩატარება 14 სექტემბერს, „ლანსთან“ მოუწევს.

0.092369