ფეხბურთი

11:40 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ბიჭებმა იციან, რომ მომწონს გუნდი, რომელიც ყველა მონაკვეთში იბრძვის"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სადებიუტო მატჩის შემდეგ, რომელშიც „სკუადრა აძურამ“ ესტონეთი დაამარცხა (5:0) კომენტარი გააკეთა:

„ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ მათი თამაშისთვის. პირველ ტაიმში მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. კარგად ვიმუშავეთ, ძალიან მომეწონა, ახლა შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ.

ჩვენი მიზანია ხალხი გავაბედნიეროთ, ბიჭებმა იციან, რომ მომწონს გუნდი, რომელიც ყოველი ბურთისთვის იბრძვის. ფეხბურთში შეცდომების დაშვება შეიძლება. ჰიმნის დროს ემოციები მომეძალა, მაგრამ ემოციებისთვის ცოტა დრო მაქვს, აქ წნეხი დიდია. ყველაფერს დადებითად ვუყურებ, ატმოსფერო ძალიან მომწონს.

ორი თავდამსხმელით ითამაშეთ, მაგრამ როდესაც მეტოქის დონე აიწევს, ასე თამაში რთული იქნება, რადგან ეს გარკვეულ რისკებს უკავშირდება, მაგრამ ასეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენზე ცოტა ნაკლებად ძლიერია, სწორი იყო უფრო შემტევი თამაში“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამ მატჩში 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა, 8 სექტემბერს კი, სტუმრად ისრაელს შეხვდება.

0.094521