ფეხბურთი

15:40 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" ბრუნდება

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ბრუნდება. ქართველმა სპეციალისტმა თანხმობა განაცხადა კლუბში დაბრუნებაზე, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

მიხალაკის სტერგიდისმა, რომელიც კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნა და პრაქტიკულად დააანონსა ქეცბაიას დაბრუნება: „თემურ, გელოდებოდი. კეთილი იყოს შენი მობრძანება იქ, სადაც სისხლსა და ოფლს ღვრიდი“.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2005-2009 და 2019-2022 წლებში მუშაობდა, ორივე პერიოდში ძალიან წარმატებით და 2008-2009 წლების სეზონში კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა.

„ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ორ ტურში ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

0.098053