ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გუნდურმა სულისკვეთებამ და გუნდურმა თამაშმა შეიძლება ჩაანაცვლოს ინდივიდუალური თვისებების ნაკლებობა. გასახდელში ყველამ იცის ამის შესახებ და ხვალ გუნდური თამაში და გუნდური სული გამოჩნდება. ეს ჩვენი ძლიერი მხარეა. არ უნდა იყოს დემოტივაციური ის, რომ უფრო ძლიერი ფეხბურთელები არსებობენ, ამან განვითარების სტიმული უნდა მოგცეთ. როგორ ვაპირებთ ბულგარული ფეხბურთის განვითარებას, თუ მოტივაცია არ გვექნება? ესპანეთთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გასაზრდელად მოტივაცია უნდა იყოს.
საქართველო ძლიერი გუნდია ძალიან ძლიერი მოთამაშეებით. ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება. თუ ერთად არ ვიქნებით და გუნდურად არ ვითამაშებთ, საერთოდ არ გველოდება კარგი არაფერი.
ჩემი მოლოდინი იყო, რომ საქართველოსთან თურქეთი მოიგებდა, მაგრამ ვიცოდით და ვნახეთ კიდეც, რომ საქართველოც ძლიერი გუნდია. ხვალ გარკვეული წნეხის ქვეშ ვართ, რადგან საქართველოს წინა მატჩი წაგებული აქვს“, - თქვა ნედიალკოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ხოლო ბულგარეთი ესპანეთთან (0:3).