კალათბურთი

19:53 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ პორტუგალია ბოლო პერიოდში გატეხა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალშია. ალემანები პორტუგალიასთან აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ, საბოლოოდ, სოლიდური სხვაობითაც მოიგეს, მაგრამ სამი პერიოდის განმავლობაში საოცრად დაძაბული ბრძოლა იყო.

გერმანიამ პირველი პერიოდი უკეთ ჩაატარა (17:12), პორტუგალიამ მეორე პერიოდი 20:14 მოიგო და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირტესობითაც გავიდა. მესამე პერიოდიც თანაბარი იყო (21:19 გერმანელთა სასარგებლოდ), შესაბამისად, დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა სულ ერთადერთი ქულა იყო სხვაობა.

თუმცა, კლასმა მაინც თავისი გააკეთა: გერმანიამ ბოლო პერიოდში 33:7 აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 27 ქულით მოიგო - 85:58.

გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.097008