ფეხბურთი

20:50 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დემბელე და დუე ტრავმების გამო გამოაკლდა

„პარი სენ-ჟერმენს“ უსმან დემბელე და დეზირე დუე გამოაკლდა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის ნაკრებში მიიღო.

უკრაინასთან მატჩში დუე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ტრავმის გამო დიდიე დეშამმა შესვენებაზე უსმან დემბელეთი შეცვალა. პსჟ-ს მეორე ფეხბურთელიც კუნთის დაზიანების გამო 81-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დემბელეს გათავისუფლება სთხოვა ჯერ კიდევ მატჩამდე, მაგრამ ეს ნაკრებში არ გაითვალისწინეს და ყველაფერი ტრავმით დასრულდა.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ უსმანის ტრავმა უფრო სერიოზულია. სავარაუდოდ, დემბელე 5-6 კვირის განმავლობაში იუქმებს, ხოლო დუე მოედანზე დასაბრუნებლად ალბათ, 3-4 კირა დასჭირდება.

შესაბამისად, პსჟ უახლოეს მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე უფრო მეტი იქნება დამოკიდებული. ლუის ენრიკეს გუნდი უახლოეს მატჩს 14 სექტემბერს „ლანსთან“ გამართავს, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

0.157718