ფეხბურთი

20:17 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი შეფურთხების გამო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი ლუის სუარესი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ვეტერანმა ურუგაველმა ლიგის თასის მატჩის (3:0) შემდეგ „სიეტლ საუნდერსის“ სამწვრთნელო შტაბის წევრს შეაფურთხა, რაც სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა.

განაჩენის მიხედვით, ლუისი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელსაც MLS-ის ახალ სეზონში მოიხდის.

თუმცა, შესაძლოა, სუარესის სასჯელი დამძიმდეს. MLS იტოვებს უფლებას, რომ დამატებითი დისციპლინური ზომები დააკისროს ინციდენტის მონაწილე პირებს, რომელთა შორის სუარესიცაა.

0.176593