ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა კირილ კოტევმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ თბილისში ქულების მოპოვებას შეძლებენ:
„ვიცით, როგორი თამაში გველოდება თბილისში, მაგრამ ვაპირებთ გაცილებით უკეთესი თამაშის და გაცილებით დიდი აგრესიის ჩვენებას, ვიდრე ესპანეთთან და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის მოცემული შესაძლებლობები. აღსადგენად ცოტა დრო გვქონდა, უსიამოვნო მარცხი განვიცადეთ, მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორი მეტოქე გვყავდა. გაცილებით უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და იმედი მაქვს, ქულებსაც მოვიპოვებთ.
ბოლო წლებში საქართველო ძალიან მაღალი სისწრაფით ვითარდებოდა. ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ რაღაცას და შეტევის ფაზაში გაცილებით უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენ არცერთ მატჩში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ აგრესიით უნდა ვითამაშოთ, რადგან ნორმალური არაა, როცა 0:3 წაგებულ მატჩში ყვითელი ბარათიც არ გქონდეს. ამ ეტაპზე ჩვენი ხედვაა, რომ მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი დავაწინაუროთ ნაკრებში, რათა მათ თავი გამოიჩინონ, როგორც ეს ემილ ცენოვმა და როჟენ ბოჟინოვმა მოახერხეს, რომლებმაც შესანიშნავად ითამაშეს“, - თქვა კოტევმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ხოლო ბულგარეთი ესპანეთთან (0:3).