კალათბურთი

21:54 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიეტუვამ ლატვიას აჯობა და მეოთხედფინალშია

ევროპის ჩემპიონატს თურქეთისა და გერმანიის შემდეგ მესამე მეოთხედფინალისტი ჰყავს - ლიეტუვა.

ლიეტუვის ნაკრებმა ბალტისპირულ დერბიში მასპინძელი ლატვია დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. სტუმრებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 10-ქულიანი უპირატესობა (28:10), რაც თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ლატვია სულ მდევრის როლში იყო და პრაქტიკულად ვერ შეძლო თამაშის დაძაბვა, საბოლოოდ, ლიეტუვამ 88:79 მოიგო. საუკეთესო არნას ველიჩკა იყო, რომელმაც 21 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, როცა ველიჩკა სკამზე დაჯდა, სწორედ მაშინ მიუახლოვდა ლატვია მეტოქეს ყველაზე მეტად (ორ ქულაში), მაგრამ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ლიეტუვა ისევ გაიქცა. გასაკვირი არაა, რომ არნასმა ლამის 36 წუთი ითამაშა.

ლატვიას კრისტაპს პორზინგისის ბრწყინვალე თამაშმა ვერ უშველა, რომელმაც 34 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა. რიჰარდს ლომაშს 21 ქულა და 7 პასი ჰქონდა, თუმცა სხვა კალათბურთელებმა მათ მხარი ვერ აუბეს.

ლიეტუვა მეოთხედფინალში საბერძნეთისა და ისრაელის წყვილში მოგებულს შეხვდება.

0.098007