ფეხბურთი

23:30 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მცველი უკრაინულ გუნდში გადავიდა

გორის „დილას“ მცველი ზურაბ რუხაძე კარიერას „კოლოს კოვალივკაში“ გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა „დილასთან“ ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტა და უკრაინულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რუხაძეს, რომელიც მარჯვენა მცველია, მცირე პერიოდი ლატვიურ „მეტაში“ აქვს გატარებული. მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 6-ჯერ უთამაშია.

„კოლოსის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე იცავს, რომელიც უკრაინელებს სწორედ „დილადან“ შეუერთდა. „კოლოსი“ უკრაინის პრემიერლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით მესამე ადგილზეა.

0.091891