თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია.
იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ საქართველოსთან ნაკრებთან გამარჯვება შეტევაში პრესინგის კარგად თამაშის გამო მოახერხეს და ესპანეთთანც მისი გუნდისგან იმავეს ითხოვს:
"საქართველოში შეტევაში პრესინგი შესანიშნავად ვითამაშეთ, რამაც მატჩის მოგების საშუალება მოგვცა. ეს ორგანიზებულობა და მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი მეტოქე ტექნიკურად სხვა დონეზეა. დაცვაშიც თავი კარგად უნდა დავიცვათ, როცა ეს დაგვჭირდება, იმავე ინტენსივობით და ორგანიზებულობით. რაც შეეხება გამოსწორებას, იმედი მაქვს, რომ ბურთის ფლობის ფაზაში უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ბოლო შეხვედრაში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს იქნება თამაშის გასაღები“, - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა საქართველოს ნაკრები 3:2 დაამარცხა, ხოლო დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე ესპანეთს უმასპინძლებს.