ფეხბურთი

11:39 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ორმო ავსტრიაში და შეწყვეტილი მატჩი

ავსტრიისა და კვიპროსის ნაკრებთა მატჩი 6 წუთით შეწყდა, რისი მიზეზიც საკმაოდ უცნაური და იშვიათია: მოედანზე ორმო გაჩნდა.

ლინცში გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდის ნახევარზე რამდენიმე სანტიმეტრის ორმი გაჩნდა, რის გამოც მსაჯი იძულებული გახდა თამაში იქამდე შეეწყვიტა, სანამ ეს ორმო არ ამოავსეს.

სხვათა შორის, მსგავსი ფაქტი ავსტრიაში პირველად არ მომხდარა: 2022 წელს ვენაშიც მოედანზე ხვრელი გაჩნდა. რაც შეეხება თამაშს, ავსტრიამ კვიპროსი მარსელ ზაბიცერის გოლით 1:0 დაამარცხა.

0.097793