ფეხბურთი

10:27 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

როდრიმ ოქროს ბურთის მოგების ორი ფავორიტი დაასახელა

ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ ოქროს ბურთის ორი ფავორიტი დაასახელა. ესპანელი მიიჩნევს, რომ წელს ამ ჯილდოს უსმან დემბელე ან ვიტინია მოიგებს.

„ოქროს ბურთი რთული ჯილდოა. სიმპათიიდან გამომდინარე, მინდა პედრიმ ან იამალმა მოიგოს. თუმცა, სეზონის გუნდი პსჟ იყო და რთული წარმოსადგენია, რომ მისმა ფეხბურთელმა ვერ მოიგოს. ძალიან მიხარია, რასაც ლუის ენრიკე და ფაბიან რუისი აკეთებენ, ოქროს ბურთს კი, მგონია, რომ დემბელე ან ვიტინია მოიგებს“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ ოქროს ბურთი 2024 წელს მოიგო. 2025 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. France Football-ი გამარჯვებულს 22 სექტემბერს დაასახელებს.

0.08119