სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებს და თურქულ კლუბს ზინედინ ზიდანი დაუკავშირეს.
როგორც თურქული გამოცემა Sabah იტყობინება, კლუბის პრეზიდენტმა ალი კოჩმა ფრანგის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი დაამყარა და ეცდება მის დათანხმებას.
თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. ზიდანს 2021 წლის შემდეგ არ უმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შეთავაზება არაერთი კლუბისგან ჰქონდა. ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას ელოდება, სადაც ადგილი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გამოთავისუფლდება.
„ფენერბაჰჩეს“ ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავს - ენჯ პოსტეკოღლუ, რომელიც „ტოტენჰემიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.