ჩოგბურთი

2:15 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

არინა საბალენკამ US Open-ი ზედიზედ მეორედ მოიგო

ამერიკის ღია პირველობა ქალთა შორის არინა საბალენკამ მოიგო, რომელმაც ფინალში ამანდა ანისიმოვა დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა, საბალენკას უპირატესობით, რომელმაც ამერიკელ მეტოქეს 2:0 აჯობა. პირველი სეტი საბალენკამ 6:3 მოიგო, მეორე სეტში უფრო მეტად იყო ბრძოლა, მაგრამ ისევ არინას გამარჯვებით დასრულდა ტაიბრეიკზე და მან საბოლოოდ 6:3, 7:6 იმარჯვა.

ბელარუსმა ჩოგბურთელმა US open-ი ზედიზედ მეორედ მოიგო. მას ასევე ორჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა.

0.096341