სხვა

12:52 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ახალი ოლიმპიური სეზონი ვერცხლის მედლით დაიწყო

ქართველი ფიგურული მოციგურვეებისთვის ახალი, ოლიმპიური სეზონი დაიწყო. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ " კინოშიტა თასი -2025" ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე წარსდგნენ და ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა თავიანთი ახალი პროგრამებით, ამ სეზონზე პირველად იასპარეზეს.

ორი პროგრამის ჯამში ქართულმა დუეტმა 212.90 ქულა დააგროვა და ეს შედეგი მეორე ადგილისთვის საკმარისი გამოდგა. ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, იაპონელ რიკა მიურასა და რიუჩი კიხარას წყვილს ჩამორჩნენ.

0.100712