ფეხბურთი

16:00 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბულგარეთთან

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში სულ მალე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც ვილი სანიოლის გუნდი თამაშს დაიწყებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგმა სპეციალისტმა წინა მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა. მაგალითად, კაპიტანი გურამ კაშია სათადარიგო სკამზეა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

(4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი; გაგანიძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი; დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

0.093108