ფეხბურთი

16:09 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმა კონატე: „მბაპე ყოველ ორ საათში მირეკავს და „რეალში“ გადასვლას მთხოვს“

„ლივერპულის“ ფრანგმა მცველმა იბრაჰიმა კონატემ ხუმრობით თქვა, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი და მისი თანანაკრებელი კილიან მბაპე ცდილობს ის მადრიდულ კლუბში გადაიყვანოს.

„მბაპე ზეწოლას ახდენს ჩემზე, რომ მადრიდის „რეალში“ გადავიდე? ის ყოველ ორ საათში ერთხელ მირეკავს! (იცინის)“, - ციტირებს TF1 კონატეს სიტყვებს.

AS-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრები არ აპირებენ „ლივერპულს“ კონატეში 20-25 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზონ, ფრანგთან კონტრაქტის ვადის გათვალისწინებით. „წითლებს“ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ. ფეხბურთელის კონტრაქტი მერსისაიდელებთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

26 წლის კონატე „ლივერპულის“ რიგებში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში იბრაჰიმამ ყველა ტურნირზე 136 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.100878