ფეხბურთი

17:19 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „დეშამი ფრანგული ფეხბურთის ძეგლია“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა კილიან მბაპემ აღნიშნა „სამფეროვანთა“ მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის მნიშვნელობა ფრანგული ფეხბურთისთვის. 56 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით, საფრანგეთის ნაკრები 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„ის ფრანგული ფეხბურთის ძეგლია. დეშამი ყოველთვის ინარჩუნებდა დონეს. საფრანგეთის ნაკრებში ამდენ ხანს ვერ დარჩები, თუ ცუდი შედეგები გაქვს.

ის მტკიცედ იდგა ყველაფრის მიუხედავად, როგორც კრიზისების, ასევე დიდების მიუხედავად. დეშამი ყოველთვის იცავდა თავის ხაზს, რომელსაც მხოლოდ პატივისცემა შეგვიძლია“, - ციტირებს Le Parisien მბაპეს სიტყვებს.

0.097038