„კადისში“ იური ტაბატაძეს დიდებული სტარტი აქვს. წინა ტურში დებიუტი ჰქონდა, 86-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, ახლა კი - დუბლი შეასრულა!
ქართველი ფეხბურთელი „სოსიედად B-სთან“ მატჩში მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა. ქართველმა „კადისს“ ქულა მოაპოვებინა. მან 77-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო ორი წუთის შემდეგ მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3!
ტაბატაძეს ორ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, სულ 40 წუთი ითამაშა.
„კადისი“ ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 სექტემბერს „ეიბარს“ უმასპინძლებს.