ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ (80:70), საქართველოს ნაკრებიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადდნენ.
ჯიკიჩი: „ვულოცავ ჩემ გუნდს, თანაშემწეებს, თოკომ თქვა და სიამოვნებით დავეთანხმები, ძალიან ამაყი ვარ ყველა მოთამაშით, ჩემი თანაშემწეებით. როცა იმ კალათბურთელების სიას ვუყურებ, რომლებიც დავამარცხეთ, სიამაყის მეტი განცდა მიჩნდება.
მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე მზად ვიყავით ასეთ ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ და საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც.
ამბობდნენ, რომ პლეი-ოფში შემთხვევით მოვხვდით. დაე, ასე იყოს.“