საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების (80:70) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეს პირველი შემთხვევაა, ჩვენ საფრანგეთს დავამარცხეთ. წარმოუდგენელია! წარმოუდგენელია! ძალიან ბედნიერი ვარ, ვულოცავ თანაგუნდელებს, ყველას, ჩვენს ყველა გულშემატკივარს საქართველოში და აქ. საფრანგეთი საოცარია, მაგრამ დღეს უკეთ ვითამაშეთ დაცვაშიც და შეტევაშიც“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთს შეხვდება.