საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების (80:70) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ვიცოდით, რომ მოგება შეგვეძლო, ფინეთთანაც შემართება იგივე იქნება. ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდიდესი გამარჯვებაა, როგორც ჩემს კარიერაში. ამაზე მეტად როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა? ახლა შემიძლია ვემბანიამას მივწერო და ვუთხრა, რომ საფრანგეთი დავამარცხეთ, ცუდია, რომ არ იყო, რადგან მასთან ერთადაც დავამარცხებდით.
სერბეთი გამოეთიშა, საფრანგეთი გამოეთიშა. თუმცა ფინეთი საოცარი გუნდია და მზად უნდა გავიდეთ მოედანზე. საქართველო არ არის ორიენტირებული იმ დიდ სახელებზე, რომლებიც აქ არ არიან, არამედ მეტოქეზე, რომელიც მეოთხედფინალში გველოდება“, - თქვა მამუკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთს შეხვდება.