საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ ბულგარეთთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე „დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე, მაგრამ ეს მთავარი არ იყო. მთავარია, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ მოვიგეთ და ეს იყო უმთავრესი. სტადიონზე ცუდი ამინდის მიუხედავად, საოცარი ატმოსფერო იყო და მადლობა მათ, განსაკუთრებით ქომაგებს. ვულოცავ სრულიად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებას, სასიხარულო იყო“, - თქვა გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.