საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გვჭირდებოდა ეს მოგება, უნდა დავაგროვოთ ქულები. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივიდა. დღის დაგვირგვინება იყო კალათბურთელთა ნაკრების მოგება და აქედან ვულოცავ და იმედია, კიდევ წინ და წინ წავლენ.
დადებითად შევაფასებდი თამაშს, საწყისი 5 წუთის გარდა, მომენტი შეგვიქმნეს, რომელიც გოლად რომ გარდაესახათ, შეიძლებოდა, სხვანაირად დასრულებულიყო მატჩი. დანარჩენი ჩემი აზრით, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ. შეიძლებოდა მეტი გოლის გატანა და იყო რაღაცები, რაც უკეთ უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და არის საშუალება, რომ ოთხი მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მეტოქეებისთვის ასე უფრო საშიშები ვიქნებით, ვიდრე ხუთი მცველით“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.