სლოვენიის ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8 ფინალში იტალია დაამარცხა — 84:77.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სლოვენიელი თავდამსხმელი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 42 ქულა მოაგროვა და 10 მოხსნა მიითვალა.
მეოთხედფინალში სლოვენიელები გერმანიის ნაკრებთან ითამაშებენ. მანამდე 1/4 ფინალში ლიეტუვა, თურქეთი, პოლონეთი, ფინეთი და საქართველო გავიდნენ.