ფეხბურთი

21:53 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მიხარია თუ გუნდს დავეხმარე, ცუდი იქნებოდა ისევ სწრაფი გოლი რომ გაგვეშვა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ბულგარეთთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მიხარია, თუ გუნდს დავეხმარე. თავიდან ცოტა რთულად დავიწყეთ, მომენტი შეგვქიმნეს, ცუდი იქნებოდა, ისევ სწრაფი გოლი რომ გაგვეშვა, მაგრამ აღება მოვახერხე. მგონი, ნაკრებში კაშიას გარეშე პირველად ვითამაშე ნაკრებში, როცა გამოცდილება გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება, მაგრამ ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი, ახალი თაობის ლიდერი გვყავდა მოედანზე კვარას სახით.

ზოგადად, მეტი კონცენტრაცია გვმართებს მატჩის სტარტზე, ოქტომბრიდან მოყოლებული ცუდად ვიწყებთ და ეს არ არის კარგი, უნდა გამოვასწოროთ. დღესაც იყო საშიშროება, რომ სწრაფი გოლი გაგვეშვა, საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, მეტოქეც ვერ იყო დამაჯერებელი და მოვიგეთ“, - თქვა მამარდშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.

0.095324