ფეხბურთი

22:34 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მემფის დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ნიდერლანდების ნაკრებისა და ბრაზილიური კლუბ „კორინთიანსის“ თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ პირველი გოლი გაიტანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიეტუვას წინააღმდეგ. ეს მისი 51-ე გოლი გახლდათ „ნარინჯისფერების“ შემადგენლობაში ჩატარებულ 104 მატჩში. ამრიგად, დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მატჩი 2:3 მოიგეს ნიდერლანდელებმა და დეპაიმ გამარჯვების ბურთიც შეაგდო და დუბლი მიითვალა. ამრიგად მის ანგარიშზე ახლა ნაკრებში 52 გოლია

ადრე ამ მაჩვენებლით ლიდერი „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი იყო, რომელმაც 102 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

მემფის დეპაი „მორდრეხტის,“ როტერდამის „სპარტისა“ და პსვ-ს აღზრდილია, ზრდასრულთა დონეზე ის ასევე თამაშობდა ეინდჰოვენის გუნდში, გარდა ამისა, იცავდა „მანჩესტერ იუნაიტედის,“ „ლიონის,“ „ბარსელონასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას. ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს.

0.169558