იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ პოსტი დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში სლოვენიასთან მარცხის (77:84) გააკეთა:
„ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ნაკრებში, ჩემი გადაწყვეტილებაა. მინდა, ჩემს სტაფს მადლობა გადავუხადო. დღეს ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ვხედავ, როგორ იტანჯებიან ბიჭები, არა იმიტომ, რომ წავაგეთ“, - თქვა პოცეკომ.
ჯანმარკო პოცეკო იტალიის ნაკრებს 2022 წლიდან ედგა სათავეში. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ლუკა ბანკია, რომელიც ამჟამად ლატვიის ნაკრებში მუშაობს.